суббота, 15 декабря 2012 г.

ზამთრის ქრისტიანული დღესასწაულები



1. პროექტის სახელწოდება: ზამთრის ქრისტიანული დღესასწაულები
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ ზამთრის ქრისტიანულ დღესასწაულებს
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე , რომელიც ვერ იცნობს ჩვენს ქრისტიანულ დღესასწაულებს, ის არც ზრუნავს ჩვენი ტრადიციების დაცვაზე და არც უფრთხილდება მას. ასევე ვერ ჩამოყალიბდება კაცთმოყვარე, ერთგულ და მორწმუნე ადამიანად.
4. პროექტის მიზანი:
· გაეცნონ ზამთრის ქრისტიანულ დღესასწაულებს.
· შეძლონ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება.
· გაეცნონ საკუთარი ქვეყნის სადღესასწაულო ტრადიციებს
· ხელი შევუწყო მოსწავლეების ტრადიციების გაცნობას, რელიგიურ აღზრდას.

5. მოსწავლეთა ასაკი: 7 -8 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2012 წლის დეკემბერი
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; იძიებენ ინფორმაციას ზამთრის ქრისტიანულ დღესასწაულებზე. აწყობენ ფოტოების გამოფენას, თავად ქმნიან ნახატებს. აკეთებენ კუთხეს სხვადასხვა წმინდანების ხატების გამოფენით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, წიგნები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები და სხვა სახატავი მასალა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მესამე კლასის მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას ზამთრის ქრისტიანულ დღესასწაულებზე. მოიძიებენ სურათებს , როგორც უფროსების დახმარებით შეაგროვებენ ამ დღესასწაულზე შექმნილ ლექსებს, თქმულებებს, ჩანახატებს, სიმღერებს, გამოცანებს და პატარა მოთხრობებს.
გადაიღებენ ფოტოებს თუ როგორ ემზადებიან თავიანთ ოჯახებში თითოეული დღესასწაულისთვის. შეაგროვებენ ერთობლივად თავის ნამუშევრებს, როგორც ფოტოებს, ასევე თავიანთ ჩანახატებს და გააკეთებენ კუთხეს. კლასში მოაწყობენ გამოფენას.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ხელოვნება, ისტი.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებლები): ნანა მელქაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: melkadze.n@gmail.com




вторник, 11 декабря 2012 г.

ზამთარი





         აი დეკემბერიც დადგა! მალე გაირბინეს დღეებმა. ახელი წელიც მალე მოვა, თუმცა თოვლი არ ჩანს. ახალ წელს ძალიან უხდება თოვლის თეთრი ქულები. ლამაზია, როდესაც მიწა თეთრ საბანს მოიხურავს. მე მიყვარს ზამთარი!